მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლი

აღწერა

"Bau-Tech Georgia" არის კნაუფის პრემიუმ პარტნიორი საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია სამშენებლო მაღაზიათა ქსელით. კომპანიას ამჟამად აქვს 6 (ექვსი) ფილიალი თბილისის მასშტაბით და განაგრძობს განვითარებას... ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა არის კნაუფის სამშენებლო მასალების რეალიზება საცალო და საბითუმო გაყიდვების მიმართულებით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. შპს "ბაუ ტექი" აცხადებს ვაკანსიას SUZUKI CARRY მინი სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით; ** პროდუქციის მიწოდება სამშენებლო ობიექტებისთვის, როგორც საცალო ასევე მსხვილი მომხმარებლებისათვის. ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით; ** ობიექტთან ანგარიშსწორება კომპანიაში განსაზღვრული პროცედურების დაცვით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. ** აუცილებელია B კატეგორიის ავტომანქანის მართვის მოწმობა ** ავტომობილის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ენერგიულობა; ** შრომისმოყვარეობა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი : კვირაში 6 დღე 09:00 - 18:00 ** ანაზღაურება 1500 + ლარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Bau-Tech Georgia

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო